Wednesday, December 12, 2018
ინგრედიენტები:
1 კგ ფარში (საქონელი და ღორი, შეიძლება ცხვარიც დაემატოს!).
1,2 კგ ფქვილი (სასურეველია შინაური რუხი ფქვილი. თუ ვერ იშოვნით, მაშინ "მზეკაბანი").
დაახლოებით 200 გ ხახვი, 2 კბილი ნიორი (მხოლოდ არომატისათვის), შავი პილპილი (ფარშში შეიძლება შავთან ერთად დაფქვილი წითელი წიწაკაც გამოვიყენოთ), ძირა, მარილი.
მომზადების წესი:
1.ცომი: "ძარღვიანი" (მაგარი) ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!! მოზელვის შემდეგ ცომს მოვაყრით ფქვილს, გადავაფარებთ ჩაის ტილოს და დაახლოებით ნახევარ საათს "დავასვენებთ". შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილავთ და ცომი მზადაა!
2. ფარში: თანაბარი რაოდენობით ვიღებთ საქონლის და ღორის ხორცს. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ღორის მსუქანი ხორცი (არც მთლად ქონი). დავამატოთ ხახვი, ნიორი, ძირა, პილპილი და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.
ფარშს აუცილებლად დავასხათ ადუღებული წყალი (ეს ჩემი საიდუმლოა)!!! დავდგათ 5 წუთი და ფარშიც მზადაა.
ხინკლის "მოხვევა" თქვენთვის მომინდვია
Tuesday, December 11, 2018
მასალა
იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ მით უკეთესია. სწორედ ამიტომ ახალი წლის ღამეს აქ ფანჯრებიდან ცვივა ძველი ნივთები, და უნდა იყოთ ფრთხილად თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდა :) ითვლება, რომ განთავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს აქვთ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია– ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან სწორედ წითელი ფერი წარმოადგენს სიახლის სიმბოლოს. პატარა იტალიელები საჩუქრებს ელოდებიან ქალი „თოვლის ბაბუისგან“, ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად „ლა ბეფანა“, რომელიც საჩუქრებს არიგებს 7 იანვარს.წყარო
Subscribe to:
Posts (Atom)
-
მასალა იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან . რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ მით უკეთესია....